კალიგრაფიის კონკურსი. 2020 წლის 21 თებერვალს ქალაქ ბათუმის მე-20 საჯარო სკოლაში კლუბ "სკრიპტორიუმის" ორგანიზებით კალიგრაფიის კონკურსი ჩატარდა. კონკურსში მონაწილეობდა 45 მოსწავლე მე-7 დან მე-11 კლასის ჩათვლით. 26 თებერვალს 14 საათზე სკოლის ბიბლიოთეკის სამკითხველო დარბაზში გაიმართება გამრჯვებული მონაწილეების დაჯილდოება და ნამუშევრების გამოფენა. სკრიპტორიუმი მადლობას უხდის კონკურსის ყველა მონაწილეს.
