გაზაფხულის თემაზე შექმნილი თხზულებების კონკურსის გამარჯვებული ზალიკო ბერიძე


                         სველი გზები თეთრი მთები
                         ცხრა ცის ზემოთ ზღვის ტალღები
                         დღეისათის ნელა-ნელა ზღარბსაც COVID ეპარება
                         2020 წლისთვის გაზაფხულდა მაგრამ  ბნელა


მკითხველო!!! თავიდანვე გეუბნები არ წაიკითხო ეს თემა თუ გაზაფხულზე გაგიჟებული ადამიანი ხარ და ეს დრო ძალიან გიყვარს მაგრამ თუ მაინც გძლევს ცნობისმოყვარეობა და გაბედავ ჩემი აზრით სიმართლე მოისმინო გაზაფხულზე მაშინ ეს თმა შუაში არ გაწყვიტო და კითხვა დაასრულე.

ამ თემას შუადღეს 14:00 საათზე ვწერ სანამ შევუდგებოდი საქმეს 1 საათით ადრე ფანჯარაში ვიყურებოდი და, და სხვა არაფერი უბრალოდ ვუყურებდი ნაწვიმარ გზებს ქოლგიან მთებს ტალღიან ზღვებს და სევდიან მზეს კაცის შვილის ჭაჭანება არაა გარეთ და თუ არის ისიც ვიღაც მთვრალი თავგზააბნეული კაცია ხელში ღვინის ბოთლით იმას კი ვერ ხვდება რომ ღვინო ბოთლში აღარ აქვს და წვიმის წყალს სვამს დედაენას ვეღარ არჩევს და სადარბაზოს სტოლბას ეხეთქება ლანძღვა გინებით ლიფტში შედის და იმის აზრზე არაა საით მიდის შეიძლება ეს ამბავი ცოტა უჩვეულოდ მოგეჩვენოთ და კითხვებით გამოგეტენოთ წვიმით გალუმპული თავი მაგრამ მე გიპასუხებთ ეს ვითომ ისტორია იმის ნათელი მაგალითა თუ რა პლიუსი აქვს გაზაფხულის თავსხმა წვიმას და კორონა ვირუსს აბა წარმოიდგინეთ ზაფხულში როცა არავინ არაა ავად არავის არ ეშინია და თვითიზოლაცია ყველას უკვე ზღაპარი გონია ყველა კაცი თუ ქალი ბავშვი თუ ძაღლი გარეთაა და ამ მთვრალ კაცს უყურებს ნებისმიერ შემთხვევაში რომელიმე ვაჟკაცი წამოდგება და კარგ მუშტს გაუქანებს სახეში მთვრალ კაცს მერე მისი მეგობრებიც მოვლენ სხვა შარს მოწყურებულებიც გამოექანებიან ბინებიდან ატყდება ერთი ჩოჩქოლი ვინმე შეშინებული ქალი თუ ბავშვი 112 ში დარეკავს მოვა პოლიცია და ყველას მინიმუმ 2 წლით ციხეში გაუშვებს ხულიგნობისთვის. ესაა გაზაფხულის და კორონა ვირუსის პლიუსი წვიმაში არავინ არ გამოვა გარეთ და ჩხუბს არავინ არ დაიწყებს ყველაფერი მშვიდად დამთავრდება  ზაფხულში კი ყველა მოწყენილია და შარს ეძებს ერთი სიტყვით გაზაფხული ჩუმია საკუთრ თავშია ჩაკეტილი და ასე ვთქვათ ყველას მისი საქმე და სატკივარი გააჩნია რაც შეეხება გაზაფხულის მინუსებს მინუსების მეტი რააქვს გაზაფხულში სულ წვიმს სულ ქარია სტადიონები სველია სასრიალოებში წყალია დაგუბებული მზე კიდევ ვითომც არ ადარდებსო ავა მის ბინაში 9 ცის ზემოთ ხან მთვარეს ესტუმრება ხან ქარს ხანაც ღმერთს და ასე სიცილ ხარხარში ატარებს მთელ 9 თვეს როცა მოეპრიანება დაგვანათებს და როცა მოუნდება ძინავს იმ ,,წმინდა სულების საერთო საცხოვრებელში,, რომ ჰკითხო წმინდაა ჩემი აზრითი კი სულაც არ იმსახურებს ამხელა დიდებას და ამდენ თაყვანისმცემელს სადიდებელი ჩვენი ერთგული წვიმაა რაც გინდათ ის უწოდეთ ამ ნაწერს მაგრამ ჩემი აზრით გაზაფხული კარგია კარგია არა იმიტომ რომ ყვავილები ხარობს ყველაფერი ვითომ ლამაზია და ყველა ვითომ ბედნიერია არამედ ზაფხულის 3 თვე კარგი დროა ყველაფერზე დასაფიქრებლად სიჩუმეში ოთახში ჩასაკეტად წვიმის შხაპუნის ფონზე წიგნების საკითხად და ცხოვრებაზე დასაფიქრებლად ერთი სიტყვით არაფრით გამორჩეული არაფრით ლამაზი მაგრამ მაინც ზოგისათვის საყვარელი ზოგისათის კი ისე რა მოსაწონი წელიწადის დროა.
P.S - ზემოთ მოხსენებულ 9 თვეში შემოდგომა გაზაფხული და ზამთარი     იგულისხმება
მეორე P.S – 2020 წლის გაზაფხული ამ თემაში არ შედის
მესამე P.S - მაინც ვერ გავარკვიე მომწონს თუ არა ეს გაზაფხული




Комментарии

Популярные сообщения из этого блога

კორნელის გრაფა

სკრიპტორიუმის კონკურსი მთელი ქვეყნის მასშტაბით

თხზულების შექმნა ნახატის მიხედვით, უსაზღვრო ფანტაზიის, დეტალებზე დაკვირვებისა და აღქმის საოცარი უნარი გამოავლინეს მონაწილეებმა.