"საუკეთესო ჰაიკუს ავტორის" კონკურსის ფინალი
დღეს 12:00 საათზე გაიმართა "საუკეთესო ჰაიკუს ავტორის" კონკურსის საფინალო ვიდეოკნფერენცია, რომელიც ორ საათს გაგრძელდა. საქართველოს სხვადასხვა ქალაქიდან ჩართულმა მონაწილეებმა წარმოადგინეს თავინთი ნამუშევრების პრეზენტაცია. მათ გაუზიარეს ერთმანეთს თავიანთი განცდები, ემოციები, წამიერი შეგრძნებები. თამამი განაცხადია, მაგრამ მე ვიმოგზაურე ამ ბავშვების ულამაზეს, ყველაზე მიუვალ სამყაროში, რომელიც ძალიან მიმზიდველი და საინტერესო აღმოჩნდა, შედეგად, აღფრთოვანებული ვარ. დიდი მადლობა ყველას კონკურსში მონაწილეობისთვის და იმ დიდი სიამოვნებისთვის რომელიც შეხვედრამ მოგვანიჭა.
Комментарии
Отправить комментарий