Сообщения

სკრიპტორიუმი 2022-2023 წელი

Изображение
 ჩვენ ჩვენი მიზნს შესაბამისად მთელი წლის განმავლობაში ვწერდით, ვწერდით ყველაზე,  ყველაფერს და ყველაფერზე. ჩვენი კლუბის ყველაზე დიდი წარმატება  კი ეროვნული კონკურსი იყო სახელწოდებით ,,ჰაიკუ ქართულად".  ვფიქრობ ეს გამოხმაურება  უფრო მეტს იტყვის კონკურსის შეასხებ.  უბრალოდ მადლობა კონკურსში ჩართულ სკოლებსა და პედაგოგებს, განსაკუთრებული მადლობა მონაწილეებს ყველას წარმატებებს ვუსურვებ.

"საუკეთესო ჰაიკუს ავტორის" კონკურსის ფინალი

Изображение
დღეს 12:00 საათზე გაიმართა "საუკეთესო  ჰაიკუს ავტორის"  კონკურსის საფინალო  ვიდეოკნფერენცია, რომელიც ორ საათს გაგრძელდა. საქართველოს სხვადასხვა ქალაქიდან ჩართულმა მონაწილეებმა   წარმოადგინეს თავინთი ნამუშევრების პრეზენტაცია. მათ გაუზიარეს  ერთმანეთს  თავიანთი განცდები, ემოციები, წამიერი შეგრძნებები. თამამი განაცხადია, მაგრამ მე ვიმოგზაურე ამ ბავშვების  ულამაზეს, ყველაზე მიუვალ სამყაროში, რომელიც ძალიან მიმზიდველი და საინტერესო აღმოჩნდა, შედეგად, აღფრთოვანებული ვარ.   დიდი მადლობა ყველას  კონკურსში მონაწილეობისთვის და იმ დიდი სიამოვნებისთვის რომელიც  შეხვედრამ მოგვანიჭა.  

ასეთი მშვენიერი, მიმზიდველი, იდუმალი სამყარო აქვთ ბავშვებს.

Изображение
 დიდი დაინტერესება გამოიწვია სკრიპტორიუმის კონკურსმა.  საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა სკოლის მოსწავლე ჩაერთო კონკურსში და საინტერესო ნამუშევრები მოგვაწოდა. მათი ნებართვით ვაქვეყნებთ რამდენიმეს.