Сообщения

Сообщения за июнь, 2020

"სკრიპტორიუმს" სასიამოვნო სიახლე აქვს. აჭარის განათლების სამინისტრომ კლუბის ინიციატივა დააფინანსა, რაც კიდევ უფრო წაახალისებს მონაწილებს და სასკოლო ცხოვრებას უფრო გაამრავალფეროვნებს. ჩვენთვის დიდი სტიმულია, რისთვისაც დიდ მადლობას ვუხდით სამინისსტროსა და მის წარმომადგენლებს, ქალბატონებს - მაკა ჯაიანსა და ნინო ნაკაშიძეს. ასევე დიდი მადლობა ჩვენი სკოლის დირექტორს ქალბატონ თეა დავითაძეს თანადგომისათვის. განსაკუთრებულლი მადლობა ჩვენი კლუბის თითოეულ მონაწილეს რომელთა დამსახურებაა ყველაფერი. შრომა დაგვიფასდა ჩემო სკრიპტორიუმელებო გილოცავთ.

Изображение

გაზაფხულის თემაზე შექმნილი თხზულებების კონკურსის გამარჯვებული ზალიკო ბერიძე

                         სველი გზები თეთრი მთები                          ცხრა ცის ზემოთ ზღვის ტალღები                          დღეისათის ნელა - ნელა ზღარბსაც COVID ეპარება                          2020 წლისთვის გაზაფხულდა მაგრამ   ბნელა მკითხველო!!! თავიდანვე გეუბნები არ წაიკითხო ეს თემა თუ გაზაფხულზე გაგიჟებული ადამიანი ხარ და ეს დრო ძალიან გიყვარს მაგრამ თუ მაინც გძლევს ცნობისმოყვარეობა და გაბედავ ჩემი აზრით სიმართლე მოისმინო გაზაფხულზე მაშინ ეს თმა შუაში არ გაწყვიტო და კითხვა დაასრულე. ამ თემას შუადღეს 14:00 საათზე ვწერ სანამ შევუდგებოდი საქმეს 1 საათით ადრე ფანჯარაში ვიყურებოდი და, და სხვა არაფერი უბრალოდ ვუყურებდი ნაწვიმარ გზებს ქოლგიან მთებს ტალღიან ზღვებს და სევდიან მზეს კაცის შვილის ჭაჭანება არაა გარეთ და თუ არის ისიც ვიღაც მთვრალი თავგზააბნეული კაცია ხელში ღვინის ბოთლით იმას კი ვერ ხვდება რომ ღვინო ბოთლში აღარ აქვს და წვიმის წყალს სვამს დედაენას ვეღარ არჩევს და სადარბაზოს სტოლბას ეხეთქება ლანძღვა გინებით ლიფტში შედის და იმის აზრზე არაა საით მი