Сообщения

Сообщения за февраль, 2022

სიახლე "სკრიპტორიუმში"

Изображение
  კლუბ „სკრიპტორიუმის“ წევრებმა მონაწილეობა მიიღეს ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის მიერ ორგანიზებულ ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ კონკურსში " ყველაზე წიგნიერი გუნდი ". მათ წაიკითხეს 10 საკონკურსო წიგნი. მოემზადნენ პირველი ტურისთვის, რომელიც 29 იანვარს გაიმართა. შრომა დაუფასდათ „სკრიტორიუმელებს“, წარმატებულად გაართვეს თავი საკონკურსო შეკითხვებს და საოცნებო შეტყობინებაც მიიღეს:   გილოცავთ მეორე ტურში გადასვლას და წარმატებებს გისურვებთ ! მეორე ტურში გადავიდა გუნდი დინამიკა (ამბროსი ბერაძე, ნიკა ცეცხლაძე, ნიკოლოზ ბოლქვაძე, ანამარია ხიმშიაშვილი, ლილე ფიჩხაია).   გისურვებ წარმატებებს!