შთამბეჭდავი და დასამახსოვრებელი შეხვედრა აჭარის განათლების, კულტურისა სპორტის სამინისტროს წარმომადგენლებთან.

   2021 წლის 1 ივნისს ქალაქ ბათუმის მე-20 საჯარო სკოლის სასწავლო შემოქმედებითი კლუბი "სკრიპტორიუმი"   საპატიო სტუმრებს მასპინძლობდა "სკრიპტორიუმს" სტუმრებდნენ აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს განათლების დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტები  ქალბატონი მაკა ჯაიანი  და ქალბატონი ნინო ნაკაშიძე .

სასკოლო კლუბების განვითარების ხელშეწყობის მიზნით . აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ქვეპროგრამისკონკურსები  და ოლიმპიადები  ფარგლებში ახორციელებდა სასკოლო კლუბების ინიციატივების დაფინანსებას, კონკურსში ჩვენც მივიღეთ მონაწილეობა, წარმატებით გადავლახეთ ორივე ეტაპი და მოვიპოვეთ გამარჯვება, რამაც უფრო გააძლიერა ჩვენში მოტივაცია. ჩვენ დავგეგმეთ და განვახორციელეთ სხვადასხვა აქტივობა და მუშაობის ანგარიში წარვუდგინეთ სამინისტროს წარმომადგენლებს, კლუბის მონაწილეებმა წარმოადგინეს  სხვადასხვა კონკურსში გამარჯვებული თემები.  შესაძლებლობა მოგვეცა კიდევ ერთხელ მადლობა გადაგვეხადა ჩვენი სტუმრებისთვის, ყველაფერმა შესანიშნავად ჩაირა, შეხვედრით ყველა  კმაყოფილი დარჩა. დასარულს კი სამინისტროს წარმომადგენლებმა და  სკოლის დირექტორმა ქალბატონმა თეა დავითაძემ  დადებითად შეაფასეს ჩვენი მუშაობა და წინ კიდევ უამრავი წარმატება გვისურვეს.












Комментарии

Популярные сообщения из этого блога

კორნელის გრაფა

სკრიპტორიუმის კონკურსი მთელი ქვეყნის მასშტაბით

თხზულების შექმნა ნახატის მიხედვით, უსაზღვრო ფანტაზიის, დეტალებზე დაკვირვებისა და აღქმის საოცარი უნარი გამოავლინეს მონაწილეებმა.